მომღერალმა აისელ მამედოვამ პირველი კლიპი ქართულ სიმღერაზე გადაიღო

მომღერალმა აისელ მამედოვამ პირველი კლიპი გადაიღო. ქართული სიმღერაზე კლიპი თბილისის სხვადასხვა უბანში გადაიღეს. „კვირა“ აისელ მამედოვას წარმომადგენელს გურამ არუთინაშვილს და აისელ მამედოვას დაუკავშირდა:

გურამ არუთინაშვილი:  „მომღერალი აისელ მამედოვა 2009 წელს ვიცე – მის თბილისი გახდა. ხოლო 2015 წელს კაზანში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლად TURKVISION inis-ზე გაიმარჯვა. დიდი ხანია მღერის, გადაწყვიტა პირველი კლიპი გადაეღო ქართულად, რადგან საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, უნდოდა ჩვენი ორი ერის თანამეგობრობაზე ემღერა. სიმღერა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნის. აისელმა კი ეს სიმღერა განაახლა და პირველი კლიპი გადაიღო. კლიპის რეჟისორი წარმატებული აზერბაიჯანელი Vugar Alievi-ა“.
აისელ მამედოვა:
„კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა მითხრა, რომ ამ სიმღერას დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს, განვასახიერებ აზერბაიჯანელ ხანუმს, ანუ ქალბატონს. ვფიქრობ, საინტერესო კლიპი გამოვიდა. მინდა ვთქვა, რომ წარმოშობით აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ სულით ქართველად დავიბადე. აქ გავიზარდე და თავს საქართველოს სრულფასოვან შვილად ვთვლი. ხშირად ვამბობ და გავიმეორებ რაფიელ ერისთავის სიტყვებს:
„არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლის სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…“
აისელ მამედოვა ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს. ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში და საქველმოქმედო კონცერტში. მისი კლიპის პრეზენტაცია 30 იანვარს, 3 საათზე ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანულ მუზეუმში გაიმართება.

12625824_10206760100378810_816941112_n

12596481_10206760100178805_1174821474_n

12606808_10206760100298808_355620828_n

12606843_10206760100498813_603818319_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები