საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ.
გავრცელებული ცნობით, H1 N1-ის სიმპტომებით შუახნის მამაკაცმა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, გარდაცვალების მიზეზი კი გრიპი და თანდართული ქრონიკული დაავადება გახდა.
“როდესაც ათეულობით ადამიანი ავად ხდება, ვიღაცას, ბუნებრივია, დაუმძიმდება. დღეისათვის დაფიქსირებული გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა. ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა თანმხლებ მძიმე დაავადებებთან,” – განმარტა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები