შავი ზღვის სანაპიროებზე 4 ბალიანი სიმძლავრის შტორმი დაფიქსირდა

აჭარის სანაპიროებზე ზღვის შტორმის 4 ბალიანი სიმძლავრე დაფიქსირდა, ხოლო წამში – 20 მეტრი ქარი. უსაფრთხოების გამო, ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტი ბათუმის იახტკლუბშია თავმოყრილი. თუმცა რაიმე სახის ზარალი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
აჭარაში, ისვე როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამინდი გუშინ გაუარესდა. მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარი და წვიმა იყო.
დღეს აჭარის სანაპირო ზოლშო 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. საშტორმო გაფრთხილების გამო ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურები ნაოსნობისათვის დაიხურა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები