პიანისტ დუდანა მაზმანიშვილის აღიარება გერმანიაში

გერმანიის მთავარმა რადიომ Deutschlandfunk-მა ორსაათიანი გადაცემა მიუძღვნა დუდანა მაზმანიშვილს და მის სოლო- კონცერტს რურის მუსიკის ფესტივალზე.
ინფორმაცია საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ გაავრცელა:
„გერმანიის მთვარმა რადიომ Deutschlandfunk-მა დაამთავრა ორსაათიანი გადაცემა, რომელიც მიეძღვნა ქართველ პიანისტს, დუდანა მაზმანიშვილს და მის სოლო-კონცერტს რურის მუსიკის ფესტივალზე. ეს არის ამ განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი ნიჭის მქონე და შრომისმოყვარე ხელოვანის უდიდესი აღიარება გერმანიაში. გულით ვულოცავ დუდანას ამ დიდ გამარჯვებას და ბედნიერი ვარ, რომ ის ბერლინში საქართველოს საელჩოში ქართულ კულტურას უდგას სათავეში.“
ქართველ პიანისტს დუდანა მაზმანიშვილს კრიტიკოსმა ჰარის გოლდსმიტმა დებიუტისთვის ნიუ-იორკში „წლის აღმოჩენა“ უწოდა. ახალგაზრდა პიანისტმა არაერთი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი მოიგო, ამჟამად დუდანა ბერლინში, საქართველოს საელჩოში ქართულ კულტურას უდგას სათავეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები