ბუდაპეშტში საერთაშორისო საბავშვო სიმღერის კონკურსზე ქართველმა კონკურსანტმა გაიმარჯვა

ბუდაპეშტში საერთაშორისო საბავშვო სიმღერის კონკურსი – Star to Born გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასაკობრივ კატეგორიაში (13-14 წლის შემსრულებლები) გამარჯვებული ქართველი კონკურსანტი ნინო მუჯირიშვილი გახდა, რომელმაც ფინალურ ტურში ნიკოლოზ თითირაშვილის სიმღერა “ჩანახატი” შეასრულა.
ქართველი კონკურსანტის წარმატება უნგრეთში საქართველოს საელჩოში სპეციალური მიღებით აღნიშნეს. საელჩოს ორგანიზებით გამართულ საღამოზე ნინო მუჯირიშვილმა ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულა. ღონისძიების დასასრულს, კონკურსის გამარჯვებულს უნგრეთში საქართველოს საელჩოს სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები