“შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო”

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ენერგოპოლიტიკის კუთხით გამჭვირვალე იყოს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ქართულ მხარესა და „გაზპრომს“ შორის არსებულ მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა იზრუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირებაზე.
„ვფიქრობ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მთავრობა იყოს გამჭვირვალე ენერგოპოლიტიკის კუთხით. ისინი საკმაოდ ღია არიან ჩვენთან, ჩვენ კი, გამოვხატეთ წუხილი, რომ არ უნდა გახდნენ დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე და დივერსიფიკაცია შეინარჩუნონ. ჩვენ მათმა განმარტებებმა დაგვაკმაყოფილა“, – განაცხადა კელიმ.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ნორმალურია “გაზპრომთან” ურთიერთობა მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ამერიკელი დიპლომატი ფიქრობს, რომ “საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს”.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები