ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალიდან ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 3 თვით შეიზღუდება.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გულუას სახელობის ხიდის რეაბილიტაცია გახდა.
„19 იანვარს, 08:00 საათიდან, გულუას სახელობის ხიდის რეაბილიტაციის გამო, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა 90 დღის განმავლობაში შეიზღუდება. დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ენ – სი – სი“ აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულებით 150 დღით განისაზღვრა“,- წერია განცხადებაში.