საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე დღეს იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც კომისიას სოციალურ ქსელ ფეისბუქში არსებული ოფიციალური გვერდის „Tedo Kobakhidze Official”-ის საშუალებით დაუკავშირდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეებისგან მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მიღებაზე მისულმა მოქალაქეებმა დეპუტატს დახმარება და შუამდგომლობის გაწევა, ძირითადად, სოციალური, ინფრასტრუქტურული, დასაქმებისა და სხვადასხვა ყოფითი შინაარსის საკითხის ირგვლივ სთხოვეს. თევდორე კობახიძემ რამდენიმე მოქალაქეს შესაბამის სამსახურებთან უშუამდგომლა და საკითხების მოგვარება პირად კონტროლზე აიყვანა.
კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მიერ კომისიისთვის მიწოდებულ მასალებს საფუძვლიანად შეისწავლის და, კომპეტენციის ფარგლებში, მათ შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდი „Tedo Kobakhidze Official” უკვე რამდენიმე თვეა არსებობს და მისი საშუალებით მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების თხოვნით მიმართონ. შეხვედრების ფარგლებში კობახიძე უკვე რამდენიმე ადამიანს დაეხმარა. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია აღნიშნულ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები