თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – გიორგი ალადაშვილი წარუდგინა.
როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს, გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება ასევე, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო.
გიორგი ალადაშვილს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან ის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო. დღესვე, შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლად დანიშნულ დირექტორებს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების კოორდინირებულ მუშაობაზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები