ზვიად კვაჭანტირაძე „ქართულ ოცნებაში“ „სოციალ-დემოკრატების“ და „მწვანეთა პარტიის“ გაწევრიანებას არ გამორიცხავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე არ გამორიცხავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ „სოციალ-დემოკრატები“ და „მწვანეთა პარტია“ გაწევრიანდნენ.
მისი ცნობით, „მწვანეთა პარტიასა“ და „სოციალ-დემოკრატებს“ შანსი აქვთ, არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა.
„ალბათ, ლოგიკურია, რომ ისინი კოალიციაში სუბიექტად შემოვიდნენ. დიდი შანსია, რომ ასეთი მოლაპარაკება შედგეს. ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მყარი უმრავლესობით და კოალიციური ერთობით მივდივართ“, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.