ეკა ბესელია: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლი დაწესდება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლი დაწესდება.
ბესელიას ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად, იწყებს, პირველი შეხვედრა კი 9-10 თებერვალს შედგება.
“აღნიშნულ პროექტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად იწყებს. ეს შემოთავაზება მათგან მივიღეთ, რომ ბოლო სამი წლის მონაცემებით კომიტეტი აღიარებულია საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავროვო ორგანიზაციების მიერ, როგორც ყველაზე რეფორმატორული, ყველაზე აქტიური და ლიდერი კომიტეტი. კომიტეტმა ინოვაციური მოდგომების დანერგვის ძალიან მაღალი სტანდარტი აჩვენა. ყველაზე მაღალი მონაცემები აქვს განცხადებების, საჩივრების განხლვის, საკომიტეტო მოსმენების და ლიდერ პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება თავად პროექტს, ის გულისხმობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის დაწესებას. ასეთი მექანიზმი ჩვენ დღეს არ გვაქვს. ასეთი მექანიზმი აქვს რამდენიმე ქვეყანას, პარლამენტი ბევრ ქვეყანაში აკონტროლებს, თუ როგორ სრულდება ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ქართველი ექსპერტები, დეპუტატები და ევროსაბჭოს წარმომადგენლები შედიან. პირველი შეხვედრა შედგება 9-10 თებერვალს, ამის შემდეგ შედგება საპასუხო ვიზიტი სტრასბურგში და ა.შ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს უნდა დავასრულოთ ახალი საკანონმდებლო პაკეტის შექმნა, რომელიც გულისხმობს საქართველოს პარლამენტში საქართველოს საქმეებზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კონტროლის განხორციელებას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.