ქუთაისში საკუთარ ავტომობილში მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისში, სასტუმრო „თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომობილში მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 65 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო – სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა სასწრაფომ დააგვიანა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი რამდენიმე წუთში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.