რუსთავში, გზაზე გადასვლისას, 20 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 20 წლამდე გოგონას მიკროავტობუსი დაეჯახა. თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა.
გოგონას მცირე დაზიანებები აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები