თეა წულუკიანი: უკან არ დავიხევთ, სანამ არ დამარცხდება ტერორიზმი

უკან არ დავიხევთ, სანამ არ დამარცხდება ეს დიდი უბედურება, რასაც თანამდეროვე სამყაროში ტერორიზმი ჰქვია – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, განაცხადა.
ასევე მინისტრი სირიაში კიდევ ორი ქართველის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
მან გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ყველა ახალგაზრდას მოუწოდა, რომ , საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის მომავლის მშენებლობისკენ და არა ტერორიზმის მიზნით ბრძოლისკენ.
„ჩვენ მოვახდინეთ კრიმინალიზაცია ტერორიზმის მიზნით საქართველოდან სხვა ქვეყნებში გასვლის ქმედებასთან დაკავშირებით და ასევე პროპაგანდის ნაწილშიც, ჩვენ შემოვიღეთ სისხლის სამართლის სანქციები. რაც კანონი გამკაცრდა, მას შემდეგ ნაკლები პრობლმაა ჩვენი მოქალაქეების პანკისიდან სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა არსებობს. ეს ორი ადამიანი, როგორც ჩანს, მრავალი თვის წინ არის გასული საქართველოდან. მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის მომავლის მშენებლობისკენ და არა ტერორისმის მიზნით ბრძოლისკენ. ეს არის დიდი სენი და დანაშაული, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვებრძვით. უკან არ დავიხევთ, სანამ არ დამარცხდება ეს დიდი უბედურება, რასაც თანამდეროვე სამყაროში ტერორიზმი ჰქვია. ახალგაზრდებმა საკუთარ მომავალზე უნდა იზრუნონ, ჩერთონ საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მათ შორის პანკისის ხეობაში არსებობს და ნათელ მომავალზე იფიქრონ, ვიდრე ბოროტების მსახურებაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები