თეა წულუკიანი: მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს ვეღარ გადავავადებთ

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლა რამდენჯერმე იქნა გადატანილი და ამჯერად ამ წესს ვეღარ გადაავადებენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს მოდელი უკვე დაამტკიცა პარლამენტმა, 20 თებერვალს ეს წესი უნდა ამუშავდეს.
“სამწუხაროდ, ამ წესის ძალაში შესვლა რამდენჯერმე იქნა გადატანილი, ჩვენ ამ წესს ვეღარ გადავავადებთ. თუ კარგად მახსოვს, პრეზიდენტმა ვეტო დაადო ერთ-ერთ ასეთ გადავადებას. ამიტომ როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში  გაჩნდა შუალედური, მე ვიტყოდი, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის უფრო ევროპული მოდელი, ჩვენ ეს მოდელი უკვე დავამტკიცეთ პარლამენტში და 20 თებერვალს ეს წესი უნდა ამუშავდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები