„ქართული ნაციონალური ბალეტის“ 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 22-23 იანვარს, 20:00 საათზე, „სუხიშვილების“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ხანგრძლივი მსოფლიო ტურნედან დაბრუნებული დასი, ორთვიან გასტროლებზე გამგზავრებამდე, ქართველი მაყურებლის საიუბილეო პროგრამით წარდგება. შესრულდება 70 წლის მანძილზე დადგმული საუკეთესო კომპოზიციები. 30 იანვარს კი მოცეკვავეები ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმულ ცეკვებს შეასრულებენ.
ნინო სუხიშვილი, „ქართული ნაციონალური ბალეტის“ დირექტორი:
„ესეც სიმბოლურია, როცა 30-იან წლებში პირველად ეს ოპერა – „აბესალომ და ეთერი“ იწერებოდა და დაიდგა. ზაქარია ფალიაშვილი იყო უფროსი ილიკო სუხიშვილის მეგობარი და სრულიად ახალგაზრდა ილიკოს დაადგმევინა ცეკვები ამ ოპერაში, რომელიც შემდეგ ჩვენი ანსამბლის პროგრამის მარგალიტები გახდა. წელს უკვე ილიკო უმცროსი დგამს ამ ცეკვებს ამავე ოპერაში, რომელიც ოდესღაც ბაბუამისმა დადგა…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები