კლერმონ ფერანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 2 ქართული ფილმი მონაწილეობს

5-13 თებერვალს, საფრანგეთში, კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომლის საკონკურსო პროგრამაშიც 2 ქართული ფილმი მონაწილეობს: თორნიკე ბზიავას “მექელეხე” და გიორგი თოდრიას “დაკარგული სოფელი”.
“მექელეხე”
“მექელეხე” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც კინოცენტრისა და „თი-ბი-სი“ ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც “ქელეხების” შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს. თორნიკე ბზიავას ფილმი “მექელეხე” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო “პრომეთე” გადასცეს.
“დაკარგული სოფელი”
“დაკარგული სოფელი” შუახნის ცოლ-ქმრის ცხოვრებას ასახავს მიტოვებულ სოფელში, სადაც ერთ დღესაც დაცარიელებულ სახლებში შუქი ჩნდება, რაც ცოლ-ქმრის ცხოვრებას ცვლის. თითოეული მათგანი ამ მოვლენაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ფილმმა უკვე მოასწრო მთავარი პრიზების მოპოვება ესპანეთის და ათენის კინოფესტივალებზე. კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები