დღეიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე რეგულაციები მკაცრდება

სამთო-სათხილამურო კურორტებზე დღეიდან რეგულაციები მკაცრდება. ეკონომიკის სამინისტრო მთავრობას ახალ კანონპროექტს 10 დღის ვადაში წარუდგენს. მანამდე კი ცნობილი ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება, რომლის მიხედვით, დღეიდან სამთო კურორტებზე პატრული იქნება მობილიზებული. სამართალდამცავები ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოთხილამურეებს გააკონტროლებენ, ასეთ შემთხვევაში პირს გაფრთხილების მიცემის გარდა, ტერიტორიიდანაც გაიყვანენ.
რაც შეეხება კანონპროექტს, მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შესაძლოა თხილამურები ჩამოართვან, სათხილამურო ტრასებზე თოვლმავალი საშუალებების შესვლაც აიკრძალება. პროექტით ახალი წესები იქნება დადგენილი იმ პირების მიმართაც, რომლებიც სრიალის დროს საკუთარ თავს ან გარშემო მყოფებს საფრთხეს უქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები