შინაგან საქმეთა მინისტრი მოთხილამურე პატრულებს შეხვდა – ფოტოკოლაჟი
გიორგი მღებრიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, რომლებიც გუდაურის სათხილამურო ტრასებზე ხვალიდან პატრულირებას განახორციელებენ.
შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე უსაფრთხოებისთვის დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება, რასაც რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.
გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს პროექტის მნიშვნელობაზე, სათხილამურო გზებზე უსაფრთხოების ღონისძიებებზე ესაუბრა და კონკრეტული დავალებები მისცა.