ქართველი ხელოვანების ტრადიციული დაჯილდოება

ქართული თეატრის დღეს, თეატრალურმა საზოგადოებამ ხელოვანების ტრადიციული ყოველწლიური დაჯილდოება მოაწყო. დაჯილდოების ცერემონია ჭიათურის თეატრში გაიმართა, სადაც ხელოვნების წარმომადგენლებმა ქართული თეატრის დღესთან ერთად ჭიატურის თეატრის 120 წლის იუბილე იზეიმეს.

8 პრემია ასე გადანაწილდა:
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია – გიორგი ხარაბაძე, ქართული სიტყვის დიდოსტატი;
კოტე მარჯანიშვილის პრემია – დალი მუმლაძე, თეორიული ნაშრომისთვის „ნადირობა გოდოზე“;
სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია – დათა თავაძე სპექტაკლებისთვის: „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, „ზამთრის ზღაპარი“ და „ტროელი ქალები“;
ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია – ნინი ჩიქვინიძე, სამსახიობო ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;
ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია – გურანდა გაბუნია, სამსახიობო ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;
პეტრე ოცხელის სახელობის პრემია – გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქართულ დეკორატიულ ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;
გიორგი ერისთავის სახელობის პრემია – სანდრო მრევლიშვილი, ქართული თეატრის აღმშენებლობაში შეტანილი ღვაწლისათვის;
ასევე დაჯილდოვდნენ 13 სხვადასხვა ნომინაციაში:
გრან-პრი და საუკეთესო სპექტაკლი – გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლისთვის „ალუბლის ბაღი“- რეჟისორი სოსო ნემსაძე, კომპოზიტორი მამუკა მეგრელაშვილი, მსახიობები: გვანცა კანდელაკი და კახი ბერიძე;
საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი – ნიკოლოზ საბაშვილი, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის „1945“;
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ვანო იანტბელიძე, თელავის თეატრში სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ადამის როლის შესრულებისთვის;
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ლია სულუაშვილი, მესხეთის თეატრის სპექტაკლში „მშვიდი ღამე“, დედის როლის შესრულებისთვის;
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი – ნიკა ნანიტაშვილი, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლში „ბაში-აჩუკი“, ბაში-აჩუკის როლის შესრულებისთვის;
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი – მანანა აბრამიშვილი, თელავის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ევას როლის შესრულებისთვის;
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი – ზურაბ ლომიძე, თელავის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ლიჰტის როლის შესრულებისთვის;
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი – ეთერ დეისაძე თელავის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ბრიგიტას როლის შესრულებისთვის;
საუკეთესო პიესა – ირაკლი სამსონაძე, პიესისთვის „მეთევზე 1,2“;
საუკეთესო მუსიკა – დავით მალაზონია, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლში „ბაში-აჩუკი“ შექმნილი მუსიკისთვის;
საუკეთესო სცენოგრაფია – მირიან შველიძე, თელავის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, სცენოგრაფიისთვის;
საუკეთესო თეორიული ნაშრომი – ნოდარ გურაბანიძე, წიგნისთვის „რეჟისორი გიზო ჟორდანია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები