გიგი უგულავა: მე და ლელამ გაშორება გადავწყვიტეთ

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მისი მეუღლე ლელა კილაძე დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უგულავას ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
„მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა.
მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ.
ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს”, – წერს უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები