15 იანვარი
11:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საკადრო ცვლილებები შსს-ში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე, ისაუბრებს საარჩევნო სიებსა და კოალიციის შემადგენლობაზე; არასამთავრობოთა მოთხოვნაზე ეკა ბესელიასთვის გარკვეული უფლებამოსილების შეჩერებასთან დკავშირებით. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემები: საკადრო ცვლილებები, ინტერპარტიული ჯგუფების შეხვედრა პრემიერთან, საარჩევნო სიები, რა ხდება რეალურად გაზპრომისა და სოკარის საკითხზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
თეიმურაზ და კონსტანტინე შერვაშიძეები და იურისტი გიორგი ქიშმარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ და მიწისზედა და მიწისქვედა პარკირების სისტემებს წარმოადგეგენ. ასევე, მრავალსართულიანი, ლიფტისებური პარკინგ-სისტემების პრეზენტაციას გამართავენ, რომელიც თბილისში დაინერგება. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
12:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, სამეცნიერო ჟურნალის – “ქართული პოლიტიკის” ნომრის პრეზენტაციას გამართავს და საქართველოს გამოჩენილ ექიმებს მადლობის სიგელებით დააჯილდოვებს. მის: თბილისი, “A” კორპუსი, 0 სართული, პარლამენტის კინოდარბაზი
E1
12:00
“პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი და ეკონომისტი ვაჟა ბერიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე პრესკონფერენეციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
14:00
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა 75-ე ჩემპიონატის გახსნა და პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.
14:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
15:00
გოეთეს ინსტიტუტში გერმანულ ენაზე თარგმნილი „ქართული პოეზიის ანთოლოგიის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, გერმანიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში მონიკა ნელჰარდი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, კრებულის ავტორები, პოეტები და მთარგმნელები დაესწრებიან.
15:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
18:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიუზიკლს „ჩვენ გველის დიდება“ წარმოადგენს.