ქართული თეატრის დღეს, ჭიათურის სახელმწიფო თეატრი 120 წლის იუბილეს აღნიშნავს

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, მაშინ თბილისში პირველი სპექტაკლი – გიორგი ერისთავის “გაყრა” დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. ხვალ, ქართული თეატრის დღესთან ერთად, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 120 წლის იუბილეს აღნიშნავს. „კვირა“ ჭიათურის თეატრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა წერეთელს დაუკავშირდა.

– ჭიათურის თეატრში ხვალ, 14 იანვარს დიდი ზეიმია. ერთდროულად აღვნიშნავთ ქართული თეატრის დღეს, რომელიც ყოველწლიური ზეიმია და ასევე  ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატური თეატრის 120 წლის იუბილეს.
რა იგეგმება ხვალინდელი დღისთვის?12512029_1201783829850223_1960111664_n
– თეატრი ცდილობს, ამ დღეს  სხვადასხვა ღონისძიებით შეხვდეს. მოეწყობა ჩვენი თეატრის ისტორიის ამსახველი საინტერესო გამოფენა, რომელიც  ეროვნულ მუზეუმის საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. მოწვეული სტუმრები ასევე იხილავენ ხელოვნების მუზეუმის მასალების გამოფენასაც. გარდა ამისა, სცენაზე გაიმართება წარმოდგენა, სადაც  ჭიათურის თეატრის ისტორიას  გავიხსენებთ.  ხოლო კულტურის სამინისტრო და თეატრალური საზოგადოება მიმოიხილავენ და შეაჯამებენ 2015 წლის თეატრალურ სეზონს.
ქართული თეატრის დღე  ამჯერად ჭიათურაში აღინიშნება
– ბოლო წლებია ქართული თეატრის დღის აღნიშვნის ცერემონია, ძირითადად,  თბილისში იმართებოდა, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღნიშვნა ისევ დაიწყო.  გასულ წელს  14 იანვრის საზეიმო ღონისძიება ახალციხეში გაიმართა და წელს ჭიათურაში აღვნიშნავთ.   ვფიქრობ, ეს  ძალიან კარგი ტენდენციაა, იმიტომ რომ ქართული თეატრი ერთი დიდი ოჯახია. აუცილებელია ოჯახის წევრები წელიწადში ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ქალაქში და ასე მოვიაროთ მთელი ქართული თეატრები და საქართველო.
– 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაქვსთ სიურპრიზებიც?…
– კულტურის სამინისტროსა და თეატრალური საზოგადოების მხირიდან იგეგმება სიურპრიზებიც. რა თქმა უნდა, ამას ჯერ ვერ გაგიმხელთ…

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები