ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით ეკა აბაშიძის დაკითხვა მიმდინარეობს

ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ეკა აბაშიძის დაკითხვა მიმდინარეობს.
დაკითხვაზე შესვლამდე აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დაკითხვაზე ფოტოსურათსაც წარადგენს, რომელიც, მისივე თქმით, ადასტურებს, რომ ტილო მათი საკუთრება იყო.
“მოვიტანე ვალის აღიარების ხელშეკრულება და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზაჰირ ჰუსეინოვს დაეკისრა ვალის ანაზღაურება. ასევე მოვიტანე ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია ჩვენს სახლში. მასზე გამოსახულია დედაჩემი, რომლის უკანაც, კედელზე ჰკიდია ტილო. ეს ადასტურებს, რომ ტილო ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში ეკიდა”, – განაცხადა ეკა აბაშიძემ.
საგამოიძებო სამსახურმა აბაშიძე ერთხელ უკვე დაჰკითხა. აბაშიძის მტკიცებით, ზაჰირ ჰუსეინოვმა და მალხაზ მახარაძემ ნახატი მისგან 37 ათას დოლარად შეიძინეს, თუმცა მხოლოდ 7 ათასი გადაუხადეს. მისივე განცხადებით, თურქეთში, კონტრაბანდული გზით შეტანილი ნახატი, რისთვისაც 2 პირი დააკავეს, სწორედ მათი საკუთრებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები