ლევან ცუცქირიძეს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვებენ
დღეს, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ცნობილ ფერმწერსა და გრაფიკოსს – ლევან ცუცქირიძეს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების ქურუმს გადასცემს.
დღეს ცნობილ ფერმწერს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს 90 წელი შეუსრულდა. ლევან ცუცქირიძემ 1980 წელს სიონის საკათედრო ტაძარი მოხატა. ოთხ წიგნად არის გამოცემული მხატვრის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. ხელოვანმა ასევე შექმნა ილუსტრაციები შოთა რუსთაველის პოემისთვის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც საქართველოში, სომხეთში, რუსეთში, იაპონიასა და გერმანიაში გამოიცა. ლევან ცუცქირიძეს ეკუთვნის გოეთეს „ფაუსტის“ დასურათებაც, რომელიც დღემდე ვაიმარში, გოეთეს სახლ-მუზეუმში ინახება. მხატვარი ანდერსენის სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელია.