„მანდარინები“ კიდევ ერთი გამარჯვებისთვის იბრძოლებს
ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ კიდევ ერთი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ნომინანტი ფილმი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა და არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.
„მანდარინები“ Gaudi Awards-ის ნომინანტთა სიაში მოხვდა. იგი საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოსთვის იბრძოლებს. „მანდარინებთან“ ერთად, ამავე ნომინაციაში კიდევ 3 ევროპული ფილმია წარდგენილი:
„Pride: Matthew Warchus“;
„Clouds of Sils Maria: Oliver Assayas“;
„Force Majeure: Ruben Ostlund“.
Gaudi Awards ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ დაარსა და 2009 წლიდან გაიცემა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 31 იანვარს ბარსელონაში გაიმართება.