რუსეთში ექიმმა პაციენტს სასიკვდილოდ სცემა (ვიდეო)

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ვიდეოთვალთვალის კამერის მიერ მოსკოვის ოლქის ქალაქ ბელგოროდის ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარი ფაქტია დაფიქსირებული. ამ ვიდეოზე გადაღებულია ჩხუბი, რომელიც პაციენტის დაღუპვით სრულდება.
ვიდეოზე ჩანს, რომ ექიმი-ქალი პაციენტს გამოკვლევას უტარებს. ამ დროს კაბინეტში მისი კოლეგა შედის და მამაკაცს პრეტენზიებს უყენებს, რომ „ის მის დას ეხებოდა“.
ექიმი კაბინეტიდან მამაკაცის გაყვანას ცდილობს და მას სცემს, ჩხუბში მესამე პირიც მონაწილეობს, რომელიც, სავარაუდოდ, პაციენტის ახლობელია. როდესაც ექიმი პაციენტს თავში ჩაარტყამს, ის წაიქცევა და აღარ დგება. გარკვეული დროის შემდეგ ექიმები დაინტერესდებიან, რატომ არ აქვს წაქცეულ კაცს სიცოცხლის ნიშნები და მის მოსულიერებას შეეცდებიან, მაგრამ უშედეგოდ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდის მეორე საავადმყოფოს ექიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები