„შეასრულეთ თქვენი როლი – გაგვიზიარეთ თქვენი შექსპირი“ – ბრიტანეთის საბჭოს საქველმოქმედო კამპანია
ბრიტანეთის საბჭო და კამპანია GREAT, ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია VSO-სთან ერთად, უილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გლობალურ პროგრამას ახორციელებენ. კამპანიის მიზანია, VSO-ს საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშესაწყობად, ფონდების მოძიება. VSO-ს მოხალისეები მსოფლიოში უღარიბეს ადამიანებს განათლების მიღებასა და ამით მათთვის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში ეხმარება.
“ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, რაც სიღატაკისგან თავის დაღწევის პირდაპირი გზაა. სამწუხაროდ, 250 მილიონ ბავშვს მთელ მსოფლიოში არ შეუძლია წერა-კითხვა. ერთად ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ამ ბავშვებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, რომ მიიღონ განათლება”, – აცხადებენ ბრიტანეთის საბჭოში.
კამპანიის შესახებ უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად იხილეთ ვიდეოს ნიმუში:
1. ცნობილი ბრიტანელი დიჯეი – გოლდიროქსი https://www.youtube.com/watch?v=EoMOIhQ3pB0
როგორ შეიძლება მონაწილეობის მიღება კამპანიაში:
მსურველებმა უნდა გადაიღონ 30-წამიანი ვიდეო ქვემოთ მოცემული ტექსტის მიხედვით:
მე ვარ [თქვენი სახელი და გვარი]. შექსპირის ნაწარმოებებიდან ყველაზე ძალიან მიყვარს [წარმოთქვით ციტატა] პიესიდან [დაასახელეთ პიესა], იმიტომ რომ [დაასახელეთ მიზეზი] . დღეს მსოფლიოში 250 მილიონმა ბავშვმა არ იცის წერა-კითხვა. გთხოვთ შეასრულეთ თქვენი როლი და დაეხმარეთ საქველმოქმედო ორგანიზაციას – VSO განახორციელოს საქმიანობა განათლების სფეროში.
ვიდეოს გაზიარება სოციალურ მედიაში
2016 წლის 5 იანვრიდან შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ვიდეო http://shakespeare.vsointernational.org/-ზე ან თქვენთვის სასურველ სხვა სოციალურ ქსელში შემდეგი ტექსტის თანხლებით:
Facebook
ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება #PlayYourPart და გაიღეთ თანხა VSO -სთვის http://bit.ly/1RHi77r [Tag: https://www.facebook.com/vso-international]
Twitter
ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება #PlayYourPart და გაიღეთ თანხა VSO-სთვის @VSO_Intl http://bit.ly/1RHi77r
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს:
https://www.britishcouncil.ge/en/programmes/arts/shakespeare-lives
ან დაუკავშირდით ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერს მაია დარჩიას: maya.darchia@ge.britishcouncil.org.