დიდუბეში ძლიერი ქარის გამო კორპუსის კედელი ჩამოინგრა

 ძლიერი ქარის გამო დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, ქარმა სტანისლავსკის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მე-10 სართულის საყრდენი კედელი ჩამოშალა, რომელიც მეორე სართულის მიშენებას დაეცა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო დღის განმავლობაში 200 ზარი დაფიქსირდა.
„უბედური შემთხვევები ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. თუმცა ორასამდე გასვლა გვაქვს. ძირითადად ხეებია მოგლეჯილი და სახურავები გადახდილი”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები