ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა
ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა ფოთში საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანს, 65 000-ლარიან ჯარიმასთან ერთად, დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურებაც.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში ლიბერიის დროშით მცურავი გემი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა. ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს”,- აცხადებენ სამინისტროში.