თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს, საბურთალოს რაიონის ნაწილს, ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 8 იანვარს, 13:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღომის, მეფე მირიანისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მცხოვრებლებს, სულ 510 აბონენტს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.