კახა კალაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ კვირიკაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს
მისასალმებელი იქნება, თუ კვირიკაშვილი იქნება “ქართული ოცნების” თამჯდომარე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერსა და თანადგომას უცხადებს.
“მისასალმებელი იქნება თუ ის იქნება პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობაც მხარს უჭერს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება. როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი თავადაც არ არის წინააღმდეგი.