საფრანგეთში, მეჩეთის გვერდით მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა

საფრანგეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ვილფრანშ-სიურ-სონის ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც მეჩეთის მახლობლად მდებარეობს, აფეთქება მოხდა. უცხოური პრესის მონაცემებით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„ეს დანაშაულია. ვშიშობ, აფეთქება გუშინ მომხდარ დრამატულ მოვლენებს უკავშირდება“, – განაცხადა ქალაქ ვილფრანშ-სიურ-სონის მერმა ბერნარდ პერუტმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლ ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა.
ცნობისთვის, ჟურნალ „შარლ ებდოს“ რედაქციას საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებთან დიდი ხანია პრობლემები აქვს. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლ ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოსული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და ჟურნალის გარეკანზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა.
გუშინ მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები