რუსთაველის თეატრში საახალწლო პრემიერაა
რუსთაველის თეატრში, 3-13 იანვრის ჩათვლით, 14:00 და 18:00 საათზე, საახალწლო მუსიკალური ზღაპრის ,,კონკიას” პრემიერა გაიმართება.
რეჟისორები: რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე; მონაწილეობენ: ნინო არსენიშვილი, ლელა ახალაია, თენგიზ გიორგაძე, დავით გოცირიძე, პაატა გულიაშვილი, ბესო ზანგური, მარინა კახიანი, ნათია კვაშალი, კახა კუპატაძე, ბაჩი ლეჟავა, ნინო მაყაშვილი, რუსუდან მაყაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, ტრისტან სარალიძე, ირაკლი სანაია, ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი, ნიკა ქაცარიძე, გეგა ჩხაიძე, ქეთი ხიტირი, ლაშა ჯუხარაშვილი აგრეთვე – მაკა მახარაძის საბალეტო სკოლა ,,ვერის უბნის ტანცკლასის” მოსწავლეები.