თელავში დაღუპულ პოლიციელებს დღეს დაკრძალავენ
თელავში მოკლულ პოლიციელებს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი თელავის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იმართება. კახეთში პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი და პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი 30 დეკემბერს მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციელებს ცეცხლი საკუთარი ეზოდან გაუხსნა. შემთხვევის შედეგად პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი ადგილზევე, მაია ჯავახიშვილი კი, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.