გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ფოლადაურის მიმდებარედ, მოქალაქეებს, სახელმწიფო ტყეში უკანონოდ დამზადებული სხვადასხვა სახეობის, ჯამში 12 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაჰქონდათ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ბოლნისის სატყეო უბნის „საქმიან ეზოში“.

ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. მიმდინარე წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელთა საშუალებით სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთა უფრო სწრაფად და ეფექტიანად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები