უამინდობის გამო, “ვიზეარის” მგზავრებს, ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად, თბილისის აეროპორტი მიიღებს

დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, კომპანია “ვიზეარის” მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრებიან.
როგორც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ამავე ქალაქებიდან რეისები, ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე რეისი 4 იანვრის ღამითაც არ შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები