ერგნეთში შეხვედრაზე მავთულხლართების გავლების საკითხზე იმსჯელეს

 ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი, რიგით 43-ე შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, მონაწილეებმა უსაფრთხოების სიტუაცია განიხილეს.
მხარეებმა იმსჯელეს მავთულხლართების გავლების საკითხზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ადგილობრივ მცხოვრებლებზე.
სასოფლო-სამეურნეო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვევს ხაზი პრაგმატული მიდგომის აუცილებლობას, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან წვდომის საკითხზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები