„კოალიციისთვის ძალიან ფასეულია მასში „რესპუბლიკელების“ ყოფნა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ კოალიციისთვის „რესპუბლიკელების“ ყოფნა ძალიან ფასეულია, თუმცა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, გამორიცხული არ არის, ვინმე კოალიციიდან გავიდეს.
„კოალიციისთვის ძალიან ფასეულია მასში „რესპუბლიკელების“ ყოფნა. მე საერთოდ მგონია, რომ პარტიულ თემას ცოტა მეტ ყურადღებას ანიჭებენ. მგონია, რომ რეალურად მართლა კარგი პოლიტიკოსები არიან, მაგრამ შეიძლება მე ჩამოვრჩი თანამედროვეობას და პარტიულ ჭრილში ნაკლებად ვხედავ. მომავალი პარტიებზე კი არა, უფრო ადამიანებზე იქნება აგებული. გამორიცხული არ არის, ვინმე გავიდეს კოალიციიდან, მაგრამ მე არავის ვურჩევდი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება უშუალოდ პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, ვოლსკის განცხადებით, მასში გადახალისების პროცესი მიმდინარეობს. რეგიონებში ყველგან აირჩიეს აღმასრულებელი მდივანი, მისი თქმით, პარტიული მშენებლობის საქმეებით აღმასრულებელი მდივნები დაკავდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები