„არ მომწონს, რომ ტარიფები გაიზარდა და ოზურგეთი ჩაბნელებული შეხვდა ახალ წელს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ტარიფების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას არ მოსწონს, რომ ტარიფები იზრდება, თუმცა, მისივე განმარტებით, მრავალი სამუშაო ვერ შესრულდა, იმიტომ რომ ტარიფები ტექნიკური მომსახურების სტანდარტებს ჩამორჩებოდა.
„მე არ მომწონს, რომ ტარიფები გაიზარდა და ოზურგეთის დიდი ნაწილი ჩაბნელებული შეხვდა ახალ წელს. მთელი რიგი სამუშაო ვერ შესრულდა, იმიტომ რომ ტარიფები ჩამორჩებოდა ტექნიკური მომსახურების სტანდარტებს და რა სამუშაოებიც უნდა განეხორციელებინათ, ვერ გაკეთდა. ნაწილობრივ ლარის გაუფასურებამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუმცა ამ კუთხითაც სახელმწიფო ბევრს ეხმარება. სახელმწიფო ამას ძნელად გადაიტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები