გარდაბანში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.
სამართალდამრღვევი ე.წ. ჯანდარის ტბაზე გასაბერი რეზინის ნავიდან გადამფრენ ფრინველზე ნადირობდა, რა დროსაც მან მოკლა აკრძალული ჩვამა ე.წ. ბაკლანი. სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები და მოპოვებული ნანადირევი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.