ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს – ფოტოკოლაჟი

გზის გაწმენდითი სამუშაოები სპეციალური ტექნიკით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ წუთებში გზა იწმენდება სოფლებში: კონჭკათი, თხინვალი, ნატანები, შრომა, ბახვი, ვაკიჯვარი, ჭანიეთი, ლაითური და ნარუჯა. დღის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა აღდგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.
უხვი ნალექის და გადაუღებელი თოვლის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში შეფერხებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა, პრობლემა შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. პრობლემურ ლოკაციებში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. მერაბ ჭანუყვაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა რესურსს იყენებს პრობლემის აღმოსაფხვრელად და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები დაზიანებულ უბნებზე ამ წუთებშიც მუშაობენ.

5241_1253687287980592_8264077208899518287_n

21487_1253687377980583_7156230914644817942_n

1918276_1253687244647263_3543508761550250848_n

12465914_1253687357980585_1227794639808566921_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები