საფრანგეთის შს მინისტრი: მამაკაცი, რომელმაც დილით პოლიციელი დაჭრა, დაკავებული არ არის

მამაკაცი, რომელმაც დღეს დილით პარიზში პოლიციელები დაჭრა, დაკავებული ჯერ კიდევ არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, – წერს სააგენტო „ფრანს პრესი“.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებზე თავდამსხმელი ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
შეგახსენებთ, დღეს დილით პარიზში მამაკაცმა პოლიციელებს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 2 პოლიციელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები