ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: ვიზიტორთა რაოდენობამ 2015 წელს თითქმის 6 მილიონს მიაღწია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გასული წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ ტურისტების რაოდენობა 400 ათასით არის გაზრდილი.
მისივე მტკიცებით, 2014 წელთან შედარებით საქართველოში ტურისტების რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობამ 2015 წელს თითქმის 6 მილიონს მიაღწია.
„2015 წელს საქართველოში ტურისტების უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია, რაც 7 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. დაახლოებით 382 ათასი ადამიანით მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. საქართველოს ტურისტების კიდევ ბევრ რაოდენობას ვუსურვებ, რამეთუ ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში“,-განაცხადა ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები