ილია მეორე: არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა.
პატრიარქმა მრევლს შობა-ახალი წელი მიულოცა და შეახსენა, რომ შობის ღამეს ფანჯრებში სანთლები უნდა დაანთონ. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წირვა-ლოცვა შობის ღამეს ჩატარდება.
“მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული, მე შევთხოვ უფალს, რომ ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე. ქრისტე ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი, იყოს მფარველი ყოველივე ჩვენგანის. ყოველი ადამიანის. მაცხოვარს შევავედრებთ ყველა ადამიანს, ვინც უცხოეთშია წასული. შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი სახელები დაწერილი იყოს წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა.
არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
საგალობელი: “დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”, ეს ლოცვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ უფალი არასდროს გვტოვებს ჩვენ. როცა გვგონია, რომ მარტონი და მიტოვებულნი ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან”, – ბრძანა უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები