ლაგოდეხში დაკარგული სამი პირის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაკარგული სამი პირის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც “კვირას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, სამძებრო სამუშაოებში  სამაშველო სამსახურები ჩაერთნენ.
გამგებლის ინფორმაციით, დაკარგულებს საკუთარი ძალებით თანასოფლელებიც ეძებენ. უამინდობის გამო სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კახა ჯამბურიას ინფორმაციით, დაკარგულები ერთმანეთის ნათესავები არიან.
ოთხი მამაკაცი კაბლის-ხევის ტერიტორიაზე ხუთი დღის წინ, სავარაუდოდ, სანადიროდ წავიდა. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო მათ ერთმანეთი დაკარგეს. გამოღწევა მხოლოდ ერთმა მამაკაცმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები