შარლ ებდოზე“ თავდასხმა შესაძლოა, „ალ-ქაიდას“ მიერ იყოს ორგანიზებული

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, რომ პარიზში, ჟურნალ „შარლ ებდოს“ რედაქციაზე მომხდარი თავდასხმა შესაძლოა, „ალ-ქაიდას“ მიერ იყოს ორგანიზებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, „შარლ ებდოს“ მთავარი რედაქტორი „ალ-ქაიდას“ დასახვრეტი პირების სიაში იყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში „შარლ ებდოს“ რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 12 ადამიანი. თავდასხმის სავარაუდო მიზეზი სატირული გამოცემის მიერ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის შექმნა გახდა. თავდასხმის ერთ-ერთი მომსწრე ამბობს, რომ რედაქციაში შეჭრისთანავე შეიარაღებულმა პირებმა არაბულად დაიწყეს ყვირილი: „დიდება წინასწარმეტყველ მუჰამედს“ („ალაჰ აკბარ“). სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ თავდასხმა ისლამისტების მიერ არის ორგანიზებული.
„შარლ ებდოს” ვებ-გვერდი, რომელიც ტერორისტული შეტევის შემდეგ „ოფლაინზეა“, გარდაცვლილებისა და დაშავებულების სოლიდარობის ნიშნად მხოლოდ ერთ გამოსახულებას აჩვენებს – „მე ვარ შარლი“. პარიზში გამართულ საპროტესტო აქციებზე შეკრებული დემონსტრანტებს ბანერებზეც იგივე წარწერებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები