ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაიღუპა

 

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც შუახნის ასაკის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია, „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

“მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები