პაკისტანში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა პაკისტანის ქალაქ მარდანში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად.
თვითმკვლელმა ტერორისტმა შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობასთან ბომბი ააფეთქა. ამ ადგილას ყოველთვის ხალხმრავლობაა, ვინაიდან აქ პირადობის მოწმობებიც გაიცემა. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტული შეტევის მიღმა პაკისტანში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ტეხრიკ-თალიბან პაკისტანი“ დგას. ეს დაჯგუფება ქვეყნის ხელისუფლების და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ დივერსიულ-ტერორისტულ ბრძოლას აწარმოებს.