თინათინ ხიდაშელი მრავალშვილიანი სამხედროს ოჯახს მოულოდნელად ესტუმრა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურის მრავალშვილიან ოჯახს ახალი წლის მისალოცად მოულოდნელად ესტუმრა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში მყოფი კაპრალის მამუკა ბანძელაძის პატარებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.
სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ბანძელაძე სამშვიდობო მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ასრულებს და ოჯახს იანვარში დაუბრუნდება.
მამუკა ბანძელაძეს ხუთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – სამი ვაჟი და ორი გოგონა.

10374854_1112853358747405_2492442308807519993_n
1913788_1112853368747404_1299516850381959834_n
1618439_1112853285414079_8102807441738478400_n
5743_1112853275414080_4375001027096972778_n


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები